პოდაგრის შეტევა შეიძლება სხეულის სხვადასხვა ნაწილში განვითარდეს
პოდაგრა ვლინდება შარდმჟავას ნემსისმაგვარი კრისტალების ქსოვილებსა და სახსრებში ჭარბი რაოდენობით ჩალაგებისას. პოდაგრის პირველი სიმპტომია კონკრეტული სახსრის შესიება და მტანჯველი ტკივილი, რაც ხშირად დაავადების ან დაზიანების შემდეგ ვითარდება.
კოჭის პოდაგრის შეტევის დროს:
- კოჭის სახსარი ძალიან მტკივნეულია;
- შეწითლებული, შეშუპებული და ცხელია შეხებისას;
- ძალიან მგრძნობიარეა ნებისმიერი შეხების მიმართ;
- შეიძლება, გამოხატული იყოს სხვა სიმპტომებიც - ცხელება, თავის ტკივილი, გულისცემის აჩქარება ან სისუსტე.
რამდენ ხანს გრძელდება პოდაგრის შეტევა?
მკურნალობის გარეშე, პოდაგრის შეტევა შეიძლება გაგრძელდეს სამიდან თოთხმეტ დღემდე, ვიდრე არ ჩაცხრება ანთება და ტკივილი არ დაამდება. ჩვეულებრივ, დაზიანებული სახსრის ირგვლივ კანი იქერცლება; ასევე, დამახასიათებელია ამ მიდამოს ქავილი.
თუ პოდაგრაზე ეჭვობთ ან მიგაჩნიათ, რომ წარსულში გქონდათ მისი შეტევა, რაც შეიძლება დროულად მიმართეთ ექიმს.
პოდაგრის ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა სრულიად ცვლის დაავადების მიმდინარეობას.