როგორ მოქმედებს პოდაგრა სხეულზე?
პოდაგრა საჭიროებს რაც შეიძლება ადრეულ და თანმიმდევრულ მკურნალობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება სხვადასხვა გართულება განვითარდეს.
სახსრის დაზიანება
პოდაგრა უპირატესად ტერფსა და მტევანს აზიანებს, ხშირად იდაყვებს და მუხლებსაც. პოდაგრა სახსრებს მოქნილობას უკარგავს და ადვილად მტვრევადს ხდის.
ამ მიდამოების დაზიანება შეუქცევადია. შეიძლება აღმოცენდეს მუდმივი ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა და სახსრების დეფორმაცია.
თირკმელების დაზიანება და კენჭები თირკმელებში
ჩვეულებრივ, შარდმჟავა კრისტალები ილექება თირკმელებში, რაც კიდევ უფრო აძნელებს შარდმჟავას გამოდევნას და იწვევს თირკმელებში კენჭების წარმოქმნას. ამის გამო, შარდის მჟავიანობა მატულობს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს თირკმელებში უფრო მეტი კენჭის წარმოქმნას. სახსრებში შარდმჟავა კრისტალების ჩალაგება საფრთხის შემცველია, რადგან იწვევს ანთებას.
თუ დაავადებას სათანადოდ არ ვუმკურნალებთ, ეს ანთებითი პროცესები გამოიწვევს თირკმელების მძიმე დაზიანებას, თირკმელების უკმარისობის ჩათვლით.
გულ-სისხლძარღვოვანი რისკი
ჰიპერურიკემია და პოდაგრა ზრდის არტერიული წნევის მომატების (ჰიპერტენზია) საფრთხეს. ჰიპერტენზია აზიანებს სისხლძარღვებს და ზრდის გულის დაავადებისა და ინსულტის რისკს. პოდაგრის დროს აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეგულარული შემოწმება. ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ მოწოდებულ ჰიპერტენზიის მართვის კლინიკური გზამკვლევის (გაიდლაინის) თანახმად, ჰიპერურიკემია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანების რიკის ფაქტორად მიიჩნევა.
პოდაგრის ზეგავლენა ორგანიზმზე
გაიგეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დააზიანოს პოდაგრამ ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილი. ჩამოტვირთეთ PDF: „პოდაგრის ზემოქმედება ორგანიზმზე“