როდის მივმართოთ ექიმს
თუკი პოდაგრაზე ეჭვობთ ან მიგაჩნიათ, რომ წარსულში გქონდათ მისი შეტევა, რაც შეიძლება, დროულად მიმართეთ ექიმს. პოდაგრის ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა სრულიად ცვლის დაავადების მიმდინარეობას. დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გაქვთ ცხელება და ერთ-ერთი სახსრის ანთება, რადგან ეს შეიძლება პოდაგრის ან ინფექციის ნიშანი იყოს. დარწმუნდით, რომ ექიმს ზუსტად აღუწერეთ თქვენი სიმპტომები.
ვინ სვამს პოდაგრის დიაგნოზს?
პოდაგრის დიაგნოზი შეიძლება დასვას ექიმმა (მაგ., ზოგადი პრაქტიკის ექიმი, რევმატოლოგი, ნეფროლოგი, ანუ თირკმელების სპეციალისტი), ავადმყოფობის ისტორიისა და კლინიკური გასინჯვის საფუძველზე.
თუკი პოგადრაზე ეჭვობთ ან მიგაჩნიათ, რომ წარსულში გქონდათ მისი შეტევა, რაც შეიძლება, დროულად მიმართეთ თქვენს ექიმს.
პოდაგრის ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა სრულიად ცვლის დაავადების მიმდინარეობას.
როგორ დასვამს ექიმი პოდაგრის დიაგნოზს?
ჩვეულებრივ, ექიმი პოდაგრის დიაგნოზს სვამს კლასიკური ნიშნებისა და სიმპტომების საფუძველზე. ასევე, ექიმი პაციენტისგან კრებს შემდეგ ინფორმაციას:
- ოჯახში ვინმეს ჰქონია თუ არა მსგავსი დაავადება;
- პაციენტის სამედიცინო ისტორია;
- პაციენტის კვებითი ჩვევები;
- რამდენად სწრაფად და მძაფრად დაიწყო პოდაგრის შეტევა
დაავადების სტადიის დასადგენად, ექიმმა ასევე შეიძლება გამოიყენოს სისხლისა და სახსარშიდა სითხის ანალიზი, გამოსახვის მეთოდები, მაგ., მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა.
პოდაგრის მწვავე შეტევას დამახასიათებელი სიმპტომები და ნიშნები გააჩნია, ამიტომ, ჩვეულებრივ, ექიმს შეუძლია, სწორად ივარაუდოს დიაგნოზი. შორს წასული პოდაგრის დროს, რადიოგრაფიულად (გამოსახვის მეთოდები) ჩანს სახსრის ტიპური ცვლილებები.