როგორ ვუმკურნალოთ მწვავე პოდაგრას?
მიუხედავად ტკივილის სიძლიერისა, პოდაგრა უხშირესად ადვილი სამკურნალოა. მწვავე შეტევის დროს მთავარია ანთებითი პროცესის დროული ჩაქრობა. ამის შემდეგ, უნდა ვიზრუნოთ, რომ ნორმას დავუბრუნოთ შარდმჟავას დონე. ამდენად, კვებითი ჩვევების შეცვლა შემდგომი მკურნალობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა გახდეს. სწორად დაგეგმილი და განხორციელებული მართვის მეშვეობით სრულიად შესაძლებელია, ხელი შევუშალოთ პოდაგრის გაქრონიკულებას და გართულებების თავიდან აცილებას. მნიშვნელოვანია ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების რეგულარული მიღება.
რა სახის მედიკამენტები გამოიყენება?
მკურნალობის ასარჩევად, პირველ რიგში გასათვალისწინებელია, გაქვთ თუ არა რაიმე წინააღმდეგჩვენება რომელიმე მედიკამენტის მიმართ. წინააღმდეგჩვენების მიზეზი შეიძლება გახდეს კონკრეტული ნივთიერების უკვე ცნობილი ან სავარაუდო აუტანლობა, თანმხლები დაავადება და წარუმატებელი მკურნალობის გამოცდილება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება პოდაგრის პირველი შეტევიდან გასული დროის ხანგრძლივობას, დაზიანებული სახსრების რაოდენობას და სახეობას. მწვავე შეტევების სამკურნალოდ, შემდგომი შეტევების თავიდან ასაცილებლად და პოდაგრის გართულებების რისკის შესამცირებლად გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლები და სხვა მედიკამენტები.
შარდმჟავას დონის დამაქვეითებელი გრძელვადიანი მკურნალობა არ უნდა დაიწყოს მწვავე ანთების სრულად ჩაქრობამდე.
შარდმჟავას დონის დამაქვეითებელი გრძელვადიანი მკურნალობა არ უნდა დაიწყოს მწვავე ანთების სრულად ჩაქრობამდე.