როგორ ვუმკურნალოთ პოდაგრას
პოდაგრა ქრონიკული და მრავალსისტემური დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აზიანებს სხეულის სხვადასხვა ნაწილს და მოითხოვს მთელი სიცოცხლის მანძილზე მკურნალობას და ექიმის მუდმივ მეთვალყურეობას. შემთხვევათა უმრავლესობაში, დიეტის მოწესრიგება არ არის საკმარისი შარდმჟავას დონის 6 მგ/დლ-ზე (360 მმოლი/ლ) უფრო დაბლა ჩამოსაწევად და პაციენტებს ესაჭიროება შარდმჟავას კონცენტრაციის დამაქვეითებელი მედიკამენტის მიღება, რათა შარდმჟავას დონე სამიზნე ნიშნულს ჩამოცდეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი შარდმჟავას 6 მგ/დლ-ზე დაბალ დონეზე შენარჩუნება?
- პოდაგრის სიმპტომებისა და ნიშნების შესაჩერებლად
- შარდმჟავა კრისტალების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად
- ანთების თავიდან ასაცილებლად
- სახსრებისა და ქსოვილების პროგრესირებადი დაზიანების შესაჩერებლად
- ორგანიზმში კრისტალების რაოდენობის შესამცირებლად
- შეტევების აღმოცენების ალბათობის შესამცირებლად
- ტოფუსების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად
- პოდაგრული ართრიტის პროფილაქტიკისათვის
- ტოფუსების დაშლის გასაძლიერებლად
- პაციენტის ჯანმრთელობაზე და ცხოვრების ხარისხზე გრძელვადიანი უარყოფითი ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად
- კრისტალების შემდგომი ფორმირების შესაფერხებლად და არსებული კრისტალების დასაშლელად, რაც უმნიშვნელოვანესია პაციენტის ჯანმრთელობაზე და ცხოვრების ხარისხზე გრძელვადიანი უარყოფითი ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად
- თირკმელების ქრონიკული დაავადებების პროგრესირებაზე და არტერიულ წნევაზე სასიკეთო გავლენის მოსახდენად
- ოქსიდაციური სტრესის შესამცირებლად
მიმართეთ ექიმს,
თუ ეჭვობთ, რომ პოდაგრა გაქვთ
თქვენი შარდმჟავას დონის დაქვეითება
სისხლში შარდმჟავის დონის 6 მგ/დლ-ზე (360 მმოლი/ლ) ქვემოთ გრძელვადიანი დაქვეითება შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს კრისტალების დანალექების დასაშლელად და ახალი კრისტალების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. ამით ხდება პოდაგრის ახალი შეტევების პროფილაქტიკა, ტოფუსების ზომის შემცირება ან მათი სავარაუდო გაქრობა და ქსოვილების შემდგომი დაზიანების შეფერხება.
პოდაგრის მკურნალობა კი შესაძლებელია სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის შემცირებით, მაგრამ უკვე დაზიანებულ სახსრებსა და ქსოვილებში განვითარებული ცვლილებები შეიძლება შეუქცევადი იყოს. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, პოდაგრას ვუმკურნალოთ მანამდე, სანამ ასეთი ზიანი მიადგება ორგანიზმს.
შარდმჟავას დონის დამაქვეითებელი მედიკამენტები, რომელთა საშუალებითაც მიიღწევა სამიზნე დონე და მცირდება რისკი, ხელმისაწვდომია. ამ მედიკამენტების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეგიძლიათ, ამიტომ მიმართეთ ექიმს, რომელიც შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავთ.
პოდაგრის მკურნალობა
პოდაგრის მკურნალობა ჩვენი თვალსაჩინოება დაგეხმარებათ, გააცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩამოცდეთ 6 მგ/დლ (360 მმოლი/ლ)-ს პოდაგრის მკურნალობის დროს.