როგორ ავიცილოთ თავიდან პოდაგრის გართულებები?
პოდაგრის გრძელვადიანი მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია კვებითი ჩვევების შეცვლა, წონაში დაკლება და რეგულარული ფიზიკური ვარჯიში. ყოველივე ეს ხელს უწყობს შარდმჟავას დონის დაქვეითებას და პოდაგრის შემდგომი შეტევების თავიდან აცილებას.
პროფილაქტიკური სამედიცინო დახმარების შემდეგი კომპონენტია ექიმის მიერ დანიშნული შარდმჟავას დონის დამაქვეითებელი მკურნალობა. რაც გულისხმობს სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც აფერხებს შარდმჟავას წარმოქმნას ან აუმჯობესებს ორგანიზმიდან მის გამოდევნას.
შარდმჟავა კრისტალების გამოდევნის შემდეგ,
ხშირად სიმპტომები ქრება და შესაძლებელი ხდება პოდაგრის ეფექტიანი მართვა.
შარდმჟავას დონის დაქვეითება
პოდაგრის სიმპტომების შესამსუბუქებლად, სისხლში შარდმჟავას დონე უნდა ჩამოვიდეს 6 მგ/დლ (360 მმოლ/ლ) ნიშნულს ქვემოთ, თუმცა პოდაგრის მძიმე ფორმის მქონე პაციენტებისთვის უპრიანია შარდმჟავას კონცენტრაციის დაქვეითება 5 მგ/დლ-ზე (300 მმოლი/ლ) დაბლა. დაავადების განმეორების აღმოცენების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, რომ შარდმჟავას დონის დამაქვეითებელი თერაპიისა და მისი დონის კონტროლის გაგრძელდება სამიზნე ნიშნულის მიღწევის შემდეგაც. ამისთვის საჭიროა სისხლის რეგულარული ანალიზი. შარდმჟავას დონის დამაქვეითებელი მედიკამენტებით მთელი სიცოცხლის მანძილზე მკურნალობა რეკომენდებულია იმ პაციენტებში, ვისაც პოდაგრის ნიშნები და სიმპტომები მუდმივად უგრძელდებათ. მაგალითად, განუწყვეტელი მკურნალობა აუცილებელია, როდესაც ერთი ან მეტი სახსრის მიდამოში კვლავაც შეინიშნება ტოფუსი ანუ შარდმჟავას კვანძი და ამას ექიმიც ადასტურებს.