პოდაგრა ანუ ნიკრისის ქარი დაავადებაა, რომელსაც ცხოვრების წესი იწვევს
პოდაგრის დიაგნოზი უფრო ხშირად ინდუსტრიულ ქვეყნებში ისმება. პოდაგრა განპირობებულია წლების განმავლობაში სისხლში შარდმჟავას მომატებული შემცველობით (ჰიპერურიკემია). შარდმაჟავას დონის მომატებას სხვადასხვა ფაქტორი იწვევს.
6 მგ/დლ-ზე ნაკლები
შარდმჟავას დონე: შარდმჟავას ოპტიმალური დონე არის 6 მგ/დლ-ზე, ან 360 მმოლი/ლ-ზე (მიკრომოლი/ლ) ქვევით.
30-დან 60 წლამდე
ასაკი: პაციენტების უმრავლესობას პოდაგრა უყალიბდება 30-60 წლის ასაკობრივ შუალედში.
80% მამაკაცებია
სქესი: მამაკაცებს უფრო ხშირად ემართებათ
პოდაგრის მრავალსისტემური ზემოქმედება სხეულზე
პოდაგრა ანუ ნიკრისის ქარი მრავალსისტემური დაავადებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ზიანდება სხეულის სხვადასხვა ნაწილი. გაიგეთ მეტი, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ნიკრისის ქარმა ჯანმრთელობაზე.
პოდაგრის მკურნალობა შესაძლებელია
პოდაგრა ექვემდებარება მკურნალობას. მწვავე შეტევას მედიკამენტებით მკურნალობენ. პოდაგრის შემდგომი შეტევების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია შარდმჟავას დონის განუწყვეტელი შემცირება ცხოვრების წესის ცვლილებებით და სამკურნალო საშუალებების მიღება.
საინფორმაციო ბროშურა პოდაგრის მქონე პაციენტთათვის
გაიგეთ უფრო მეტი პოდაგრის შესახებ ჩვენი ბროშურადან, რომელიც განკუთვნილის პაციენტებისთვის. ჩამოტვირთეთ პაციენტებისათვის განკუთვნილი PDF ბროშურა „პოდაგრის მქონე პაციენტთათვის“